თეგი: ყაზახეთის პრეზიდენტი

მედია: ყაზახეთის პრეზიდენტმა „ალექსანდრე ნეველის“ რუსული ორდენის მიღებაზე უარი თქვა

ყაზახური მედიის ცნობით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სანკტ-პეტერბურგში ვიზიტისას ალექსანდრე ნეველის ორდენის მიღებაზე უარი თქვა, რომელიც მისთვის რუსეთის ხელისუფლებას ბიზნესფორუმზე უნდა გადაეცა. ყაზახეთის პრეზიდენტმა პუტინის თანდასწრებით განაცხადა, რომ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს არ ცნობს ინფორმაციას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ყაზახი პოლიტოლოგი იერბოლ იედილოვი ადასტურებს. „სახელმწიფოს მეთაურმა პატივისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა, მან გადაწყვიტა არ მიეღო არც საშინაო და არც უცხოური ჯილდოები საპრეზიდენტო უფლებამოსილების დასრულებამდე. ამავე მიზეზით, ბიშკეკში ვიზიტისას ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი თქვა პირველი ხარისხის ყირგიზულ ორდენ „მანასზე, ”- წერს ედილოვი თავის ტელეგრამაში. გამოცემა Tengrinews.kz-მა კომენტარისთვის ყაზახეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურს მიმართა, სადაც მას ეს ინფორმაცია დაუდასტურეს. კრემლში აცხადებენ, რომ „არავის დაჯილდოება არ იყო დაგეგმილი“.   

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. ასევე წაიკითხეთ: ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

თოყაევი რუსეთიდან გასულ უცხოურ კომპანიებს, ყაზახეთში ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელისუფლებას დაავალა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან გავიდნენ ყაზახეთში ხელსაყრელი პირობები შეუქმნან. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ჩვენ ვართ მოწმეები, თუ როგორი გლობალური ბრძოლა მიმდინარეობს საინვესტიციო კაპიტალისთვის. რუსეთში 1400 უცხოური კომპანიიდან ყოველმა მეორემ შეაჩერა საქმიანობა ან საბოლოოდ დატოვა რუსეთის ბაზარი. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი პირობები მათი ყაზახეთში რელოკაციისთვის“, - განაცხადა თოყაევმა მთავრობის სხდომაზე. თოყაევი თვლის, რომ დასავლური კომპანიების რუსეთიდან ყაზახეთში გადატანა ქვეყანაში მაღალი მოთხოვნის საქონლის წარმოებას გაზრდის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ასობით უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა.   იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ათასზე მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა შემცირდეს საქმიანობა რუსეთში.  

თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა

15 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილეს. ამის შესახებ აკორდას პრესსამსახური იტყობინება. თოყაევმა, შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარებისა და სამხედრო ფორმირებების მშენებლობისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების შესახებ სახელმწიფო უწყებების პირველი პირების მოხსენებები მოისმინა. შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯარში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ, უწყებების ხელმძღვანელებს კონკრეტული მითითებები მისცა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ

ყაზახეთის პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. აღინიშნა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.  

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად, „აკორდას“ სასახლეში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული კავშირები აქვთ და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მაღალი პოტენციალი არსებობს. „ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის გიხდით მადლობას. ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და სიმბოლურია, რომ წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს მრავალი მიმართულებით. ერთი კონკრეტული გზავნილით გეწვიეთ, რათა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და კავშირები გავაღრმაოთ ყველა მიმართულებით. სავაჭრო ბრუნვა იზრდება და გასულ წელს ამ მიმართულებით 42 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში უკვე 150 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა არსებობს და პოტენციალიც მაღალია ჩვენი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ურთიერთობას, მეგობრობას და თანამშრომლობას დიდად ვაფასებთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულთბილი მიღებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა​ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო კავშირები და მეგობრული ურთიერთობა აქვს. „მოგესალმებით ყაზახეთში. როგორც კატარში ჩვენს შეხვედრაზე შევთანხმდით, თქვენ ჩვენთან ჩამობრძანდებოდით და იმედი მაქვს, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდება. როგორც ვიცი, თქვენი პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. შეხვედრებია დაგეგმილი იმისათვის, რომ დამატებითი სტიმული მიეცეს საერთო ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარებას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მჭიდრო კავშირები და მეგობრობა აქვს ჩვენს სახელმწიფოებსა და ქვეყნებს. ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადავზარდოთ განგრძობად ურთიერთობაში. ამდენად, კიდევ ერთხელ მოგესალმებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  

ყაზახეთის პრეზიდენტმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი, - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.  მისივე თქმით, მზად არის შეამციროს საკუთარი უფლებამოსილების ვადა. „სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ამასთან, თოყაევი გამოვიდა ინიციატივით, საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს, მეორე ვადით არჩევა კი აიკრძალოს. მისივე თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს. ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების კი, 2025 წელს იყო დაგეგმილი. თოყაევი ხელისუფლებაშია 2019 წლიდან. თოყაევმა ყაზახეთში იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ამნისტიაც გამოაცხადა. ამნისტია მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულებს არ შეეხებათ.